კაბარე ვოლტერი

– როცა ვქმნიდი კაბარე ”ვოლტერს”, ვფიქრობდი, რომ შვეიცარიაში გამოჩნდებოდა ახალგაზრდობა, რომლებსაც სჭირდებათ არამხოლოდ თავისუფლებით განცხრომა, არამედ მისი მოპოვებაც. ეფრაომმა დარბაზი დამითმო. ნაცნობებს ვთხოვე: ”მომეცით თქვენი ნახატები, სურათები, გრავიურები. კაბარეში პატარა გამოფენა გავაკეთო”. მერე მეგობრული ციურიხის პრესას მივმართე: ვქმნი საერთაშორისო კაბარეს. მშვენიერ საგნებს წარმოვაჩენთ.” 5 თებერვალს გვქონდა კაბარე. (ჰუგო ბალი, ციურიხი, 15 მაისი, 1916)

პირველად დადა წარმოდგენა 1916 წლის 5 თებერვალს მოხდა. ბალი მათ თავის დღიურებში აღერდა. თავიდან პროგრამები ძველი ნომრებისგან შედგებოდა. იყენებდნენ ექსპრესიონისტულ ტექსტებს. მომღერლის რანგში ორი ქალი იღებდა მონაწილეობას: ლეკონტი და ემი ჰენინგსი. რევოლუციონერების მონაწილეობით სიკვდილზე ცეკვვავდნენ.  ქმნიდნენ გაზეთებიდან ამოკრეფილი სიტყვებით ლექსებს.
 

 
ციურიხის დღიურებიდან:

რესტორანი გადაჭედილი იყო. 6 საათისთვის ისმოდა ფუტურისტული პლაკატების გაკვრის გამო ატეხილი ჩაქუჩების ხმები. ტცარას პიჯაკიდან ამოჰქონდა ლექსები. მიუზამა ”რევოლუციაზე სიმღერას” კითხულობდა. ერნსტი თავის – ”ეგოისტს”. ტცარა – რუმინულ ლექსებს. ჰუგოსა და ემის საერთო ლექსები ჰქონდათ. პიესა ახალშობილის ყვირილით იწყებოდა და სრულდებოდა ველური ჩრდილებით და ნიღბით. ამით თქმა უნდადათ, არტისტმა ცხოვრებაში მხოლოდ მოჩვენებებს მიაღწიაო.

გიუნზბერგ, იანკო, ტცარა.. კითხულობდნენ ”პოეზიის სიმულაციას”. ხმაური ქმნიდა ფონს. რა ფასი აქვს ჰარმონიულ ლექსებს, თუკი მას არავინ კითხულობს, იმიტომ, რომ თანამედროვე ეპოქას არ შეესაბამება. იანკო ერთადერთია, ვისაც არ სჭირდება ირონია, რომ თანამედროვე ეპოქაში იცხოვროს. მისი მელანქოლიური სერიოზულობა ჩემთვის ახლოა. იაპონური თეატრის ნიღბებს ამზადებს. სცენაზე ვცეკვავთ. დადაისტი ენდობა მოვლენების გულახდილობას, ვიდრე ხალხის ხუმრობებს. ადამიანი ღირებული არ არის მისთვის.

წერილი ტრ. ტცარას.
15 სექტ. 1916. ასკონა.

– რა უბედური ხარ!

– ციურიხში სოფლური ცხოვრებით ვცხოვრობდი ნარკომანთა გარემოცვაში. ქუჩაში ყოველთვის ხდება რაღაც. აქ ოთხ და მეტ ხმაზე მღერიან. კაბარეში გამოდის ემი: მწვანე ქურთუკი შავ შარვალთან აცვია და ნათელი თმა აქვს (ჰუგო ბალი).

– ახალგაზრობა არის მდგომარეობა, როცა თავს მუდმივად გრძნობ. კაბარეში ვყურყუტებ. ცუდი ლუდი. მუცლის ცეკვა. მიმტანის ყვითელი სახე. გარმონის ხმები. რამდენიმეს ეტყობა, რომ ავადმყოფობა აიკიდეს. 17-18 წლისები ადამიანი-გველის იმიტირებას გვთავაზობენ. ღამეა. თოვს. (ემის სიტია).

– სიტყვა კულტურა გამოითქმის ყველგან. რა განსხვავებაა პარფენონსა და გვიპტურ პირამიდებს შორის? ”კულტურა”. კულტურა მორალია. შემთხვევითი არ არის, რომ გერმანულად იგი აღნიშნავს მაღალ ღირებულებებს. კულტურა და ომი იგივეა, რაც სიტყვა და საქმე. (ვ. ზერნერი)

– მე მიყვარს ომი, – ის ანადგურებს იმედებს. ომი ჰიგიენაა. ბევრი ამ სურვილს მალავს და ნიღაბს სიამოვნებით ატარებს მშვიდობიანობის ჟამს. მიხარია, რომ იწერება ბევრი პატრიოტული ლექსი, რომ ბევრი მოხალიისეა. აინშტაინო, ცეხო, სწორად იქცევით. ომის დროს ხალხი ცოტავდება დაშეგიძლია მიიღოთ მაღალი თანამდებობები. ისტორიას მივყავართ ნუმერაციისკენ. (ემილ სიტია).

– არ შეიძლება გამუდმებით ომზე ფიქრი. ჩვენ ახალგაზრდები, 20-30 წლისები, როცა არაფერი ვიცოდით, არ გვჯეროდა ომის შესაძლებლობის, პირადად არასდროს გვენახა. ახლა ეს უკვე წარსულშია. არავინ იღებს გადაწყვეტილებას, რომ შეინარჩუნოს სიკეთე და ადამიანი. როდისმე პირადი დარდი მხატვარს ელემენტარულ განსაზღვრებას სიკეთისა და ბოროტების მიანიჭებს გაგებას, რა უნდა გაკეთდეს, რომ ადამიანებმა ერთმანეთი აღარ დახოცონ. (რიხტერი).

 
ჰუგო ბალი კარდინსკზე:

– ორი რამ უძღოდა წინ თანამედროვე ხელოვნებას, რამაც მისცა მას ახალი ფორმა და მოამზადა უპრეცედენტო გაფრენისთვის. ესაა მეცნიერებაში ატომის გახლეჩვა და ევროპის მოსახლეობის ზრდა.

”ღმერთი მოკვდა. სამყარო დაეცა. დინიმიტი ვარ. ისტორია გაიყო ორად: ჩემამდე და ჩემს მერე. რელიგია, მეცნიერება, მორალი – ყველა ეს ფენომენი გამოვლენილი შიშისგან, პრიმიტიულ ხალხებს შორის. ინგრევა დრო. ინგრევა 1000 წლიანი კულტურა”.

”ღირებულებათა გადაფასება მოხდა. დარტყმა მიაყენეს ქრისტიანობას”.

”სამყაროს აზრი გაუჩინარდა”.

”დაიწყო ქაოსი”.

”ადამიანმა დაკარგა თავისი პრივილეგირებული მდგომარეობა. რომელიც მას გონებას უქადდა. იქცა ბუნების ნაწილად”.

”ცვლილება გაიზარდა, სარღვრებში გაქრა”.

”დარჩა გემოვნება, ტაქტი და ინდივიდის სიტყვა.”

”ფსიქოლოგია იქცა ყბედობად”.

”აბსტრაქტული დემონების სამყარომ შთანთქა ინდივიდუალობის გამოვლენა, განსხვავებულ საგნებს სახელი წაართვა.”

თანამედროვე არტისტების ცხოვრება ბრძოლაა სიგიჟის წინააღმდეგ. ისინი აფერადებენ მონადირეთა ოთახებს, თითქოს რენესანსის დრო იყოს. მათი გაგება შეუძლებელია, რომ სწამთ ღმერთის და არ სწამთ ქაოსის. გამოდიან საკუთარი თავების წინააღმდეგ.

კომუნისტების საიდუმლო ცდაშია. პიკასოში, ფავნესა და კანდისკომში ჩვენს დროში დიდი მხატვრები ბუდობს. პიკასოს ტანჯვა დროში, ასკეტიზმი, ჯოჯოხეთი და ენითაუღწერელი ნაღველი, მკვდარი სახე და დაუოკებელი ტკივილი. კანდინსკოს სადღესასწაულო მხიარულება, ლაჟვარდში ფრენა, ანარქისტობა, სატანიზმი, დონკიხოტურობა, ცისფერ-წითელი მარსელიობა, ყვითელ-ცისფერი ფანტანების უსასრულობაში ეშვება.

კანდინსკი – გათავისუფლებაა, გადარჩენა და დაწყნარება. ასეთი ცხოვრებისეული ძალა თავის დროზე რემბრანტს და ვაგნერს ჰქონდათ. მისი ხელოვნება თავის თავში ითავსებს მუსიკას, ცეკვას, დრამას და პოეზიას. საკუთარი ქმნილებებისა და დროის კრიტიკოსია. მისით გერმანულმა ლიტურგიამ უნდა იამაყოს. მასშია ის 3 ელემენტი, რაც ქმნის ხელოვნებას: დრო, პირადობა და მხატვრული პრინციპი. რუსეთი ყოველთვის რომანტიკულია. დოსტოევსკი დიდებული რომანტიკოსი. რუსეთი კულტურულად ღირებულია.

კანდინსკი საშიშროებას ხედავს: აბსოლიტურ აბსტრაქტულობაში. გეომეტრიულ ფორმებში მთლიანად. ის თავის თავს ადრეულ მხატვრად თვლიდა. ხატავდა პეიზაჟებს, ოღონდ ევროპის სულიერ პეიზაჟებს 1913 წლის რუსეთის აბსოლუტიზმს ახალი დროის ცის ქვეშ.

ვაგნერის საყვირმა გამიხსნა შესაძლებლობა ყვავილების ზეადამიანური ძალის.

კანდინსკიმ ”ცისფერ ბაღჩაში გამოაქვეყნა ვაგნერის კრიტიკა. მისი აზრით, თეატრალური კომპოზიცია უნდა შედგებოდეს: მუსიკალური ტონისა და მისი მოძრაობისგან; სულიერი ჟღერადობისა და მისი მოძრაობისგან, რომელიც გამოიხაება ადამიანებისა და საგნების საშუალებით; ფერადი ტონით და მოძრაობით.

– მხატვარები დღემდე რეალურ ცხოვრებაზე არ ფიქრობდნენ. არ აინტერესებდათ და იმიტომ. ამიტომ ისინი ამისთვის არაფერს აკეთებდნენ და არც შეეძლოთ რამის კეთება. ისინიც ადამიანები არიან. სურთ თავისუფლება. ცხოვრებისთვის უნდა იბრძოლონ, როგორც მხატვრებმა და როგორც ადამიანებმა. ამისთვის ყველაფერი უნდა იღონონ. ნახატები მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს. რომელიც საკითხს გადაწყვეტს: სიცოცხლე თუ სიკვდილი. ნატურალიზმი, იმპრესიონიზმი და კუბიზმი – ეს მეთოდია გადალახვის, აუცილებელი მხატვრისთვის და მაყურებლისთვის. მხატვრობა ემსახურება ადამიანის იდეას. (რიხტერი)

– ლექსი, რომელიც მე (გიულზენბეკთან და იანკოსთან ერთად) დავწერე, არაა მუსიკალური ჟღერადობის, უფრო ცდაა მისცემოდა მოქმედება, ინდივიდუალური ხასიათი. ისეთი ლექსის შექმნა მინდოდა, რომელიც დაყრდნობილია ღირებულ პრინციპებზე. პრინციპები, რომლებიც მდგომარეობს, რომ თითეულ მსმენელს შესაძლებლობა აქვს ჰქონდეს საკუთარი, შესაბამისი ასოციაცია. თავის მეხსიერებაში შეინახოს პირადი ხასიათრი ელემენტები. (ტრ. ტცარა)

ტრ. ტცარა. პროკლამაზია უპრეტენზიოდ.

– ” ხელოვნება იძინებს, რათა დაიბადოს ახალი მსოფლიო სიტყვა ” ხელოვნება”. რომელიც მეორდება თუთიყუშივით იცვლება დადაზე. რომლისგანაც შეგიძლია ისწავლო, პოეტებს აქცევს ბარიგად. მუსიკოსებო, დაამტვრიეთ ინსტრუმენტები პირდაპირ სცენაზე! ხელოვნებას ოპერაცია ესაჭიროება!

ჰუგო ბალი. მანიფესტი. პირველ დადა საღამოზე ციურიხში. 1916.

დადა ახალი მიმართულებაა ხელოვნებაში. თუ აქამდე ამის შესახებ არავინ იცოდა, ხვალ ყველა ამაზე ილაპარაკებს. აღებულია ლექსიკონიდან შემთხვევით. ინტერნაციონალური სიტყვაა. თუ მისგან ხელოვნების მიმართულება გამოვა, მხოლოდ იმისთვის, რათა შესაძლო  გართულების შესახებ გააფრთხილოს. ის ფსიქოლოგიაა, ლიტერატურა.

”და თქვენც, პატივცემულო პოეტებო, რომლებიც ყოველთვის ქმნიდით სიტყვების მეშვეობით, მაგრამ არასდროს შეგიქმნიათ არც ერთი სიტყვა, – თქვენც დადა ხართ.”

”დადა ეს მსოფლიო ომია, რომელსაც დასასრული არ აქვს. დადა რევოლუციაა, რომელსაც დასაწყისი არ აქვს.”

”სიტყვის შექმნა, ბატონებო, ეს საყოველთაო დავალებაა პირველხარისხოვანი აუცილებლობის”.

 

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s