ჩვენი სახლი ლიანდაგებზე გადის.
და ხანდახან, როცა უძილობა მაქვს,
მესმის როგორ შემოდის ტვირთმზიდი მატარებელი
52 კილოიან სხეულში და მიჭმუჭნის იისფერ პერანგს.
კედელზე ატუზული დედაჩემი
დამსკდარ შპალერებზე ტირის
და დაჭმუჭნულ პერანგს მიუთავებს
სხეულიანად.
მე ნანგრევებთან მივიტანე ჩანასახი ბავშვის,
ლურჯი ელემის კოლოფში ჩავდე
და ნიკოტინის სუნიან ხელებს
გამჭირვალე წყალი დავუსხი. დავიბანე.
შემოდგომამდე მოვასწარით
ნაგავსაყრელზე დატოვება ბავშვის,
ნამსხვრევების წვრილმანი სერვიზების
და ქილებში ჩატენილი ცხვირსახოცების.
ხანდახან მგონია, რომ გავქრი:
განსაკუთრებით, როცა ჩემი პერანგით იისფერ კედლებთან ვდგავარ,
როცა მორიგი უძილობისას მატარებელი ჩემში შემოდის
და დედაჩემის ხელებს ვიფერებ ტანზე.
გამოხმაურება: წარსულში მომხდარი ირონიები « merzannablume