იავნანა პრაღაში

როცა საკუთარი საბნის ნაწილი მომახვიე, –
ღამით ცივაო, –
მე სარკიდან დავინახე შენი ანარეკლი შიშველი ზურგის, –
შემცივდა,
მციოდა და მერე შუქი ჩააქრე,
უსწორმასწორო ხერხემალი მაქვსო, – ჩიოდი.
იავნანა მიმღერე მეთქი და
ერთად ვყვიროდით,
ვყვიროდით, მანამ არ ჩაგვეძინა, –
ალბათ გადავეჩვიეთ ნორმალურ ურთიერთობებს
მე და ჩემი საყვარელი პრაღადან.
მანამდე საწოლის აფრცქვნილ საღებავზე მივადეთ
თმაშეღებილი ჩვენი თავები,
ხელები ერთმანეთის დაზნექილ კუჭებს,
თითებდატანებით მოწიე რამდენიმე ღერი
და მითხარი: მშიერ კუჭზე გინახავს პრაღა? –
შენ ყველაზე არარომანტიკული ხარ.
როცა საკუთარი საბნის ნაწილი მომახვიე,
მე სარკიდან დავინახე ანარეკლი შიშველი ზურგის,
მერე ვსაუბრობდით პრაღაზე და იავნანას ვყვიროდით,
მანამდე, სანამ არ გავითიშეთ მოწყვეტილი იოგებივით.
მესმოდა, როგორ ბოდავდი ღამით: არ შემომხედოს.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s