ჩემია!ნი

თიკო ფოტოგრაფია. მან თბილი სიტყვები იცის და ცოტათი იდუმალია. ეს ისე, ჩემთვის. რომ ვეუბნები, უკვირს. თამაში მასწავლა:

– როცა ცუდად იქნები და ფიქრების გადატანა მოგინდება, გაყევი უცნობს და დააკვირდი.

მე ვიმახსოვრებ.
გაიზმორე, დრო გაიყვანე და მოდუნდი. წლების მერე ხედავ მათ მოშვებულ მუცელს, მაისური რომ ძლივს იჭერს, გადაბმულ წარბებს და ნაოჭებს უპეების სილურჯეს რომ არტყვია. მიდი ერთ–ერთთან და უთხარი, რომ უსიცოცხლო გვამია და მისგან მხოლოდ მოგონება გინდა. არც მოგონება.. აი, ტკბილი მწარედ რომ გახსენდება. ისინი შენი ყოფილები არიან.
დგახარ და ფიქრობ, რა აერთიანებთ. ასკვნი, რომ ისინი ძალიან გვანან. მათ ოჯახური ტრაგედიები, პროფესიები, სასიყვარულო ამბები, ჯანმრთელობა, გემოვნებაც ერთი აქვთ. უყურებ საკუთარ თავს გვერდიდან. მერე – მათ. ატყობ, რომ ფიზიკურადაც გვანან, გეღიმება: ნეტა, იციან ამის შესახებ?
იმ დღეს ყველამ თავისი ყოფილი ნახა. ასე იცის ალტერვიზიამ და მსგავსმა თავყრილობებმა. მეც ვნახე, როგორ ჩაუვლიდნენ ერთმანეთს და ვერ ცნობდნენ. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ყოფილი რომ დაივიწყო, მასთან ურთიერთობა უნდა გააგრძელო და მიხვდები, რა კარგი ყოფილა დაშორება. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ 30 წელს ზემოთ მყოფი უნდა შეიყვარო, ასე მისი ღიპი, წლების მერე რომ ამოყოფს თავს, არ გაგაკვირვებს მაინც. მიუხედავად იმისა, რომ გემოვნება სულ მეცვლება, ვხვდები, რომ მხოლოდ სახელები შეიცვალა. და ისინიც ხანდახან მეორდებოდა.
ერთი ცუდი ჩვევა მაქვს, ხო, მჯერა, რომ ადამიანები ერთმანეთისთვის არიან. და როგორც პლატონის ნადიმშია, მთლიანობის აღდგენისკენ მივიწევ და საკუთარ ნაწილს სხვაში დავეძებ. ახლა მათი ზემოდან დაკვირვება მაჩვენებს, რომ ერთმანეთის შორიახლოს ვტრიალებ.
ვეძებდი ადამიანს, რომელიც ჩემია. ერთნაირი ცხოვრება და გემოვნება გვექნებოდა. მერე ეკა ვნახე. მას მე სოციალური ქსელებიდან ვიცნობ. შეიძლება თვითონაც მიცნობს. მაგრამ ისე, უსიტყვოდ. ეკასთან ყოფილები მაერთიანებს. მას ჩემი შეყვარებულები უყვარდა, მე კი –მისი. ვხვდები, რომ მასთან მეტი მაკავშირებს, ვიდრე ჩვენ საერთო კაცებთან. მომინდა, დავმეგობრებოდი.
– უთხარი, რომ პათოლოგიურად გაინტერესებს, რაც დაიწყე სამყაროს აღქმა, – ვუთხარი ჩემ თავს, – უთხარი, რომ ერთნაირები შეიძლება იყოთ.
მერე თიკოს სიტყვები გამახსენდა და დავედევნე. ნახევარი დღე დავყავი მასთან. ჯერ ტრანსპორტში, მერე ქუჩაში და ბოლოს კაფეში შევიდა ჩემ მეგობრებთან ერთად. ირონიაა. თბილისი პატარაა. ეკა – ჩემზე 2 წლით დიდი. თვეების წინ გათხოვილი ყოფილა და ხვალ აუცილებლად გავარკვევ ვისზე.))

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s