რა არის თანამედროვე ხელოვნება?!

SERGEY SHABOHIN

როცა იცი, რომ აღიარებული მხატვრის ტილოს უყურებ, ხშირად არ ჩნდება კითხვა: ეს ხელოვნებაა? მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ არტისტი ჯერ აღიარებული არაა.
არტ საიტებზე შესულს უამრავი პოტენციური ხელოვნების ნიმუში გხვდება და შენც არჩევ რომელი დააფასო. ხალხის რჩეული ხელოვნის ტიტულს ირგებს. არტ სამყარო თავად წყვეტს მათ სფეროს ვინ შეემატება. კრიტერიუმები? აქ გადამწყვეტია ნაცნობობა, გავლენა და თავის წარმოჩენა. სხვა კრიტერიუმები პირობითია. ზოგს ემოციური გაღიზიანება აფასებინებს, ზოგს – დეჰუმანური განწყობა. იქმნება მაფიოზური კლანი. ეს პოსტმოდერნია.
ბორის გროისი ნაშრომში „რა არის თანამედროვე ხელოვნება“ განიხილავს ხელოვნების რაობას ახლანდელ დროსა და სივრცეში, წერს, რომ ფილოსოფიურ პარადიგმებს მორგებული არტი თავად საუბრობს საკუთარ არსებობასა და მეთოდებზე. თუ ადრე ხელოვნება არახელოვნებისგან ხელოვნურობით, ნახელოვნობით გამოირჩეოდა, ახლა მას არ დარჩა ზუსტი კრიტერიუმები შეფასებისთვის. ხელოვნება ბერძნულად “ტეხნეა”, ანუ უპირველეს ყოვლისა, ბუნებისგან იმით განსხვავდება, რომ იგი ადამიანის ხელითაა ნაკეთები. ხოლო, როცა 1917 წელს, როცა დუშანმა პისიუარი გამოფინა როგორც ხელოვნების ნიმუში ამით აღნიშნა, რომ ხელოვნების ნიმუში, შეიძლება სულაც არ იყოს ხელნაკეთი და ამით ერთგვარი ნულოვანი შემოქმედებითი აქტი “ჩაიდინა”. ეს მზა პროდუქტია. და ის არ იყო ხელოვნების ნაწარმოები მანამ, სანამ ეს არ ითქვა. ასე რომ, სიტყვებმა განსაზღვრა საგნის მნიშვნელობა. 50–60 წლებიდან არტისტები ხელოვნების ნიმუშებს მაღაზიებიდან, სახლში აღმოჩენილი ძველი ნივთებიდან თუ სანაგვეებიდან პოულობდნენ. ანუ მატერიალური კრიტერიუმები ხელოვნება – არახელოვნების შორის არ გვაქვს.
ისმევა კითხვა: რით გავარჩიოთ ხელოვნება არა ხელოვნებისგან თუ არ გაგვაჩნია ამისთვის მატერიალური კრიტეტიუმები.

„როგორ უნდა ამოვიცნოთ ქრისტეში ქრისტე, ანუ, როგორ შეგვიძლია ადამიანში ღმერთი ამოვიცნოთ და იმ დასკვნამდე მიდიოდა, რომ ამის გაკეთება შეუძლებელი იყო, რადგან არ გაგვაჩნია შესაბამისი კრიტერიუმები. გვაქვს კრიტერიუმები ადამიანში ადამიანის, მაგრამ არა ღმერთის ამოსაცნობად. „

გროისის აზრით, ხელოვნების აღქმა ისევე ინდივიდუალურია როგორც ქერა ქალი მოგწონს თუ შავგვრემანი. აღარ არსებობს გენიალური არტისტი, რადგან სისტემა თავად შექმნილია გენიალურად. გროისი წერს, რომ „ყველაფერი დაშვებულია“, ეს კი ღმერთის სიკვდილს ნიშნავს. და უფლება, რომელიც ყველაფერის ესთეტირების საშუალებას იძლევა, შლის ამ სხვაობას.

„ჯერ კიდევ XVIII-XIX საუკუნეში, მაგალითად, კოლექციონერი მხოლოდ იმას ყიდულობდა, რაც მოსწონა, თავისი გემოვნებიდან გამომდინარე. ახლა კი ეს შეუძლებელია. თანამედროვე კოლექციონერი ხელოვნების ნაწარმოების შეძენისას თავისი გემოვნებით არ ხელმძღვანელობს. იგი ყიდულობს იმის მიხედვით, თუ რა სტატუსი აქვს (ან ექნება) ამა თუ იმ ქმნილებას, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თანამედროვე კოლექციონერი ხელოვნების ნაწარმოებს მემკვიდრეობაზე გადასახადებისგან და საერთოდ, გადასახადებისგან თავის დასაღწევად ყიდულობს.“

თუმცა ეს მომენტი საქართველოს არ ეხება. იგი შედარებით განვითარებული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი.
ქრისტიანობა, როგორც რელიგია, ღმერთის სიკვდილით დაიწყო, მისი ჯვარცმითა და სიკვდილით. თანამედროვე ხელოვნების ნიმუში ჯვარცმულის ქრისტესთვის მეტაფორას წარმოადგენს. ანუ ხელოვნების ნებისმიერი ნაწარმოები აღარაფერს წარმოადგენს გარდა ხელოვნების სიკვდილისა. ეს ეპოქაა, სადაც შავი კვადრატის დახატვაც ჭირს, როგორც მისი გამოფენა. რჩება ცარიელი კედლები მინიმალისტური ინსტალაციებით. ხელოვნება ესაა საკუთარი სიკვდილის ინსცენირება.
ხელოვნებას ადამიანი არ აინტერესებს, არც მისი სიცოცხლე/სიკვდილი. ადამიანი მასობრივ კულტურას აინტერესებს. ღმერთის სიკვდილიც იმდენად არის საინტერესო, რამდენადაც შეიძლება მისი ინსცენირება. ანუ ხელოვნება თავად შობს თავს. ჩვენ კი ვიცით სიტყვის ძალა: „პირველად იყო სიტყვა.“

2 responses to “რა არის თანამედროვე ხელოვნება?!

  1. ძალიან კარგი პოსტებია! როგორ დაგიკავშირდეთ? ბლოგზე ვერ მივაგენი საკონტაქტოს. მგონი, თქვენ შეძლებთ ჩემი ელფოსტის იდენტიფიცირებას და იქნებ შემომეხმიანოთ…

  2. ბორის გროისი, ბორის გროისი ევრივეა 😦
    განა რამეს ვერჩი….უბრალოდ, უნივერსიტეტში იმდენჯერ გავიარე, იმდენჯერ, იმდენჯერ, სულ ბევრჯერ …..
    მაგრამ რა უნდა ქნა, კარგია ვინმეა.
    “ღმერთის სიკვდილიც იმდენად არის საინტერესო, რამდენადაც შეიძლება მისი ინსცენირება.”>>> !!!

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s