წერილი დედას!
როგორ ხარ?
ყველაფერი კარგადაა და
არაფერი მტკენს.
ბეღურებს ვაჭმევ.
ამაოდ
ათწლეულების ნათრევი სიჩუმე,
რამდენჯერმე გადამრავლებული ჩვენი სიჩუმე,
მომიკლეს.
მომიკითხე მოხუცი მამა.
სიყვარულით, თაი.
წერილი შვილს!
ერთხელ მამაჩემის ზურგზე შევდექი. მის მალებზე ვხტუნაობდით მე და ჩემი ძმა. ფეხაუწევლად და სხეულთან მჭიდროდ. დედა თეფშით ხელში დაგვდევდა: “თუ შეჭამთ, გაიზრდებით.” ჰო, ძნელი დასაჯერებელია ახლა ჩვენი სისუსტე.
შვილო, მაპატიე, ვერ შეგიყვარე. მუცელნაფერები თითებით ვერ შევეხე გარედან შიგნით შენს მუცელს და არ მეხერხება ზღაპრების ყოლა. შვილო, მაპატიე, რომ ვერ ჩაგსახე.
სიყვარულით, დედა.
წერილი იასონს!
როცა მარტო ვრჩები, ხმამაღლა ვიღიმი. არასდროს მიმეწვება ბავშვისთვის ფაფა. არ შემეზიზღება მისი ბინძური თეთრეული. გპირდები. მაგრამ თუ მიღალატებ, მე მოგკლავ!
შენი მედეა.
როგორ გა(ვ)ხდი უდარდელი?!
(მ–იკას)
უბრალოდ ბევრი იდარდე და მოკვდა.
ნონსენს: გაგიკვირდა რომ წყენა შემიძლია? მეც.
ახლა შენგან ვსწავლობ, ისევე როგორც შენ სწავლობდი ჩემგან.
ან იმ უდარდელ ბავშვებთან რომ ატარებდი დროს, გადმოგდეს.
მარტივია: ჩვენ ხომ ერთი ადამიანი გვიყვარს. მასზე ვივარჯიშებ.
და ნუ წაიღეთ ტვინი რომ ორგული ვარ. ორგული ნიშნავს ორმაგად მგრძნობიარეს.
გამოხმაურება: წერილი მფარველ ანგელოზს! « merzannablume
ორმაგად მგრძნობიარე 🙂 მიყვარს ეს ავტორი 🙂