შობა
მიუყვებიან ვარსკვლავებს
იუდეის ბეთლემში
მეფე ჰეროდეს დღეებში
მოგვები აღმოსავლეთიდან.
“ხმა გაისმა რამაში
ტირილი და გოდება,
რახელი დასტირის
თავის შვილებს და
არ სურს თავი ინუგეშოს,
ვინაიდან აღარ არიან ისინი”.
=====0=====
ნამი დავიყარე ფოთლებზე და
გადასასვლელიდან გადავიდა ღამე.
ჯვარს აცუთ ეგე!
ჯვარს აცვეს ეგე.
ხუთი წუთი და აღსდგება.
=====0=====
ოცდაათი ვერცხლი დაყარა
და ახლა ხის ტოტზე ქანაობს
მეთუნის მინდორზე.
=====0=====
მე იუდა ვარ, ვკიდივარ თოკზე.
ვქანაობ.
არა ვარ გონზე.
მონანიების ფრაზების ნაცვლად,
ვთამაშობ,
“ლაჩარის” მსგავსად.
ფრიიი
გავფრინდიიი
პეპლები მეცემა ხანდახან.
ფრიიი
დო რე მი.
Excellent weblog right here! Additionally your site
rather a lot up very fast! What web host are you the usage of?
Can I am getting your associate link to your host? I want my
web site loaded up as fast as yours lol