ანაბელ ლი (თარგმანი)

იყო და არა იყო რა იყო
სამეფო იყო მეზობლად ზღვის
იქვე მცხოვრები იქნება იცნო
ქალი, სახელად ანაბელ ლი.
მას ქონდა მხოლოდ ერთი სურვილი
რომ მყვარებოდა და ვყვარებოდი.
ვიყავი ბავშვი და ისიც ბავშვი,
იყო სამეფო მეზობლად ზღვის,
ჩვენ ერთმანეთი ძლიერ გვიყვარდა
მე და ჩემ სატრფოს ანაბელ ლის.
სერაფიმებსაც შურდათ ზეცაში
ჩემი და მისი სიყვარულის.
..და ამნაირად გავიდა ხანი
იმ სამეფოში მეზობლად ზღვის
ღამ–ღამობით კი დაძრწოდა ქარი
რაც აწუხებდა ანაბელ ლის.
მომადგნენ მისი ნათესავები
და გაიტაცეს უჩემოდ ის
გამომიკეტეს ის ცხრაკლიტულში
იმ სამეფოში მეზობლად ზღვის.
ცაში უბედურ ანგელოსებსაც
შეშურდათ ჩვენი სიყვარულის.
და ამის გამო (როგორც თქვენ იცით
იმ სამეფოში მეზობლად ზღვის)
ქარი ზეციდან გამოექანა,
და მოკლა ჩემი ანაბელ ლი.
სხვის სიყვარულზე ძლიერი იყო
ჩემი და მისი სიყვარული
ჩვენზე დიდებზეც და ბრძებკაცებზეც
მეტად ვიყავით შეყვარებული.
ვერც ზეციერმა ანგელოსებმა
ვერც დემონებმა სიღრმეში ზღვის
ვერ დააშორეს ერთმანეთისგან
ჩემი სული და ანაბელ ლის.
და ამის მერე ჩემი ფიქრები
ტრიალებს ირგვლივ ანაბელ ლის
და მოკიაფე ვარსკვლავებს ვატყობ
მშვენიერებას ანაბელ ლის.
ღამე მიყვება ღამეს, დრო გადის,
ჩემო ძვირფასო, ძვირფასო ჩემო,
ჩემო სიცოცხლე და სატრფო ჩემო,
ვწვები ნაპირას მეზობლად ზღვის
ვწვები საფლავთან ანაბელ ლის.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s